კასალბორდინო არის პატარა ქალაქი, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, 6000 მოსახლით. იგი მდებარეობს ულამაზეს გორაზე, რომელიც ზღვიდან დაშორებულია 5 წუთის სავალზე. კასალბორდინო უძველესი, წინარომაული ქალაქია, რომლის მოსახლეობას, შუა საუკუნეებში, ლონგონები წარმოადგენდნენ. 1800 წლამდე ამ ქალაქს დავალორების ოჯახი განაგებდა. იტალიის გაერთიანებამ და ადრიატიკის ზღვის ზოლზე რკინიგზის ხაზის გაყვანამ კასალბორდინო მნიშვნელოვან კომერციულ და სოფლის-მეურნეობის ცენტრად აქცია, მისი დიდი მინდვრებით, ვენახებითა და ბაღებით.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი თანთმედროვე და კომფორტულია, აქ მაინც იგრძნობა ძველი იტალიური სული, ყველაფერი ის რითაც ჩვენი ქვეყანა მ სოთლიოშია ცნობილი, როგორც “DOLCE VITA” : ესპრესო კაფეებში, ფუნქციურირებადი ტაძრები, რელიგიური რიტუალები, დიდი ლანჩები და ზაფხულობით ხალხით სავსე პლაჟები, ულამაზესი ბუნება, ისტორიული ქალაქები, ღვინის ქარხნები, პარკები, ნაკრძალები, ყველაფერი ის, რაც ასე იზიდავთ და ხიბლავთ ტურისტებს, მოგზაურებს, ლაშქრობების მოყვარულთ, ველოსიპედისტებს.
კასალბორდინო მდებარეობს იტალიის ცენტრში, ზღვის სანაპიროზე, ამიტომ, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ ქალაქებთან, როგორიცაა: - რომი, ფლორენცია, პესკარა, ვასტო, ავტობუსითა თუ მატარებლით.
და კიდევ ერთი, კასალბორდინო არის იაფი ქალაქი, სადაც შესაძლებელია იცხოვრო, იკვებო და გაერთო რამდენიმე ევროდ დღეში და თან ისწავლო იტალიური. გვეწვიეთ და თვითონ დარწმუნდით.
|